თბილისში ვორქშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი” ტარდება
ჯეპრასა და ლურჯი ოკეანის ორგანიზებით, 27 ივნისს, 19:00-ზე სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპი: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი, რომელიც ეფუძნება ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერ წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განხილულ მეთოდოლოგიებს.
აღნიშნული მეთოდები უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და 250-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება.
ეს არის წიგნი, რომელიც მკითხველების გონებაში ერთგვარ ტრანსფორმაციას ახდენს. ის ცვლის ბიზნესის აღქმას, დაგანახებთ არსებულ კომპანიებს თუ თქვენს იდეის დონეზე მყოფ ბიზნესებს სრულიად ახალი რაკურსიდან, მიგახვედრებთ, სად უნდა ეძებოთ ინოვაცია, როგორ შეამოწმოთ სწრაფად და მარტივად თქვენი იდეების სიცოცხლისუნარიანობა და წარმატების შანსი. ამ ყველაფრისთვის წიგნი გთავაზობთ უმარტივეს მეთოდებს, თავისი ინსტრუქციებით, რომლებსაც შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ კითხვის პროცესშივე და გამოსცადოთ პრაქტიკაში.
დღესდღეობით აღარ არის საკმარისი გქონდეთ მხოლოდ კარგი პროდუქტი ან სერვისი, აუცილებელია სწორი ბიზნესმოდელი, რომელიც მუდმივი ზრდის საშუალებას მოგცემთ.
„ერთ-ერთ უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციის ჩატარების დროს, მსმენელმა პირდაპირ მითხრა, ეს მეთოდოლოგია რომ მქონოდა, 10 წელს არ დავკარგავდიო. ბიზნესმოდელის ინოვაციური მიდგომები და ინსტრუმენტები გეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ორგანიზაციის დღეს არსებული მდგომარეობა და ზუსტად განსაზღვროთ წარმატების ფორმულა ინოვაციური ცვლილებების შესაბამისად“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.
ვორქშოპის სპიკერები:
სოსო გალუმაშვილი (წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი)
ის ისაუბრებს თემებზე:
- რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
- რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას
- სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში
- მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები
- ორგანიზაციის ბიზნესმოდელიდან პერსონალურ ბიზნესმოდელამდე – როგორ დავგეგმოთ, შევქმნათ და ვმართოთ პერსონალური კარიერა
- ბიზნესმოდელის ტილოს შევსების ნაბიჯები და ინსტრუქცია
- პრაქტიკული ვორქშოპი: სტუმრების მიერ კონკრეტული კომპანიის ბიზნესმოდელის ტილოს (Business Model Canvas) შექმნა ადგილზე.
გიორგი ყანჩაველი (ტრენერი, ლექტორი. ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“)
ისაუბრებს თემებზე:
- ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითადი ნაბიჯები
- ტაობაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია
ღონისძიება განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტოპ მენეჯმენტისთვის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე მომუშავე პირებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, მათთვის, ვისაც აქვს სტარტაპი, ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.
ვორქშოპზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ 25%-იანი ფასდაკლებით.
ყველა მონაწილე, რომელიც ივენთის დროს შეიძენს ჩვენს ახალ წიგნს „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” საჩუქრად მიიღებს „პერსონალური ბრენდინგისა და პერსონალური ბიზნესმოდელის” შექმნის მასტერკლასზე დასასწრებ ბილეთს, რომელსაც სოსო გალუმაშვილი ჩაატარებს!
ვორქშოპზე „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“ დასასწრებად საჭიროა ბილეთების შეძენა.
- კომპანიებისთვის მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება – ბილეთის ფასი 30₾
- სტუდენტური ფასდაკლებით – ბილეთი 20₾
კორპორატიული ფასდაკლებით დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს: [email protected]