“როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი” – ვორქშოპი და წიგნის პრეზენტაცია
გადაცემა Newsroom-ის სტუმრები იყვნენ თათია ტურაშვილი (“ლურჯი ოკეანის” პროექტების მენეჯერი) და სოსო გალუმაშვილი (ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი).
“წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” არის ბესთსელერი მსოფლიოს მასშტაბით, 37 ენაზე ითარგმნა და USA Today-ს ტოპ 12 გამოცემას შორის არის შესული. ახლახანს გვქონდა პრეზენტაცია, წიგნის ფესტივალზე და ასევე უნივერსიტეტებში, 27 ივნისს კი გვექნება ვორქშოპი, რომელიც მოსულ საზოგადოებას დაეხმარება, რომ ზუსტად დაინახოს ამ წიგნის პრაქტიკული მხარე. ისინი ადგილზე გააკეთებენ დავალებებს, გამოიყენებენ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც აღწერილია წიგნში. ეს იქნება ყველასათვის საინტერესო ვორქშოფი, რადგანაც ნებისმიერ პროექტს, იდეას, კომპანიას, პროდუქტს თუ მომსახურებას ესაჭიროება საკუთარი ბიზნესმოდელი. იგი გვანახებს სრულ სურათს და გვეხმარება დავინახოთ, რა ელემენტებიდან, კომპონენტებიდან შემოვიტანოთ ინოვაციურობა” – განაცხადა თათია ტურაშვილმა.
“როდესაც ვამბობთ ბიზნესმოდელს, ყველა ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად ბიზნესთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივად საქმიანობის მოდელი იმის შესახებ, თუ როგორ საქმიანობს და როგორ ქმნის ღირებულებას ესა თუ ის ორგანიზაცია. წიგნის ამოცანაა დაგვეხმაროს გავიცნოთ ჩვენი საკუთარი ორგანიზაცია, გავიგოთ რა ვართ ჩვენ, ამის შემდეგ კი მივხვდეთ, სად ვიპოვოთ ინოვაცია იმისათვის, რომ კონკურენტულ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ეს არის წიგნის მთავარი თემა” – ამბობს სოსო გალუმაშვილი.
გადაცემის სრულ ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ აქ.