სოსო გალუმაშვილის სემინარი BTU-ში
14 მაისს, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” დამფუძნებელმა და უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”. მან დამსწრეებს წარუდგინა ალექს ოსტერვალდერის ამავე დასახელების წიგნი, რომელიც „ჯეპრას“ ინიციატივითა და პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულად გამოიცემა.
სემინარის განმავლობაში განხილული იყო ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდები, ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენება, ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის მაგალითები, რჩევები სად ვეძებოთ ინოვაცია და როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესი წარმატებული.
შეხვედრის ბოლოს გათამაშდა “ლურჯი ოკეანის” მიერ გამოცემული წიგნები.
„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” მაღაზიებში 27 მაისიდან გამოჩნდება, მანამდე კი ქართველ მკითხველს შეუძლია მისი წინასწარი შეკვეთა ბიბლუსის , რის შემდეგაც სასურველ ადგილზე უფასოდ მიიღებენ.