სოსო გალუმაშვილის პრეზენტაცია ილიაუნიში
საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ილიას უნივერსიტეტს ეწვია. მან სტუდენტებთან ისაუბრა თემაზე: „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“.
27 მაისიდან “ჯეპრას” ინიციატივითა და პალიტრა L-თან თანამშრომლობით გამოიცემა ოსტერვალდერისა და პინიეს ამავე სახელწოდების წიგნი ქართულ ენაზე.
შეხვედრაზე სოსო გალუმაშვილმა განიხილა წიგნში მიმოხილული მარტივი და ეფექტური მეთოდები, რომლებსაც მოსფლიოს მასშტაბით წარმატებით იყენებენ ბიზნესპრაქტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ წიგნი წინასწარ და ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით სასურველ მისამართზე.