საჩუქრად წიგნი: ინოვაცია@სამსახური
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მუდმივად ახალ ღირებულებებს/ფასეულებებს ვეძებთ და ვითხოვთ იმ პროდუქტებისგან, რომელსაც მოვიხმართ. იმ კომპანიებისთვის კი, რომლებიც ამ პროდუქციას გვაწვდიან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა უწყვეტი ინოვაციაა. როდესაც ტექნოლოგიები იცვლება, ჩნდება ახალი ბაზრები, იცვლება თამაშის მარეგულირებელი წესები, ან ვინმე ახალ ბიზნეს მოდელს შემოიღებს, ბევრი ყოფილი წარმატებული ორგანიზაცია მოულოდნელად საფრთხის წინაშე დგება, ზოგიერთი მათგანი კი უბრალოდ ისტორიას შემორჩება ხოლმე.
უწყვეტობა მოითხოვს სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს. უწყვეტი ინოვაციების ორგანიზება და მართვა საჭიროებს უჩვეულო ადგილების ძიებას, ახალ პარტნიორებთან კავშირების დამყარებას, ბიზნესის მართვისთვის ახალი საშუალებების შესწავლას. ეს ყველაფერი კი განსხვავდება ინოვაციებისადმი არსებული ტრადიციული მიდგომებისგან.