რევოლუციური წიგნი – როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი

„ხან­და­ხან, როცა ინო­ვა­ცი­უ­რი იდეა შე­მო­გაქვს, შეც­დო­მებს უშ­ვებ. სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, ისი­ნი სწრა­ფად აი­ღი­ა­რო და სხვა ინო­ვა­ცი­ე­ბით გა­მო­ას­წო­რო“, – ეს სი­ტყვე­ბი მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნია Apple-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ სტივ ჯობსს ეკუთ­ვნის. ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ერთი სე­მესტრის შემ­დეგ სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა და კო­ლე­ჯი­დან გა­რი­ცხულ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ავ­ტო­ფა­რეხ­ში თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი შექ­მნა.

რამ­დე­ნად ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლიც არ უნდა იყოს, რომ ავ­ტო­ფა­რეხ­სა თუ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში, ყო­ველ­გვა­რი სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლის გა­რე­შე, რა­ი­მე პრო­დუქ­ტის შექ­მნა მო­მა­ვალ­ში მი­ლი­ო­ნე­ბის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ფაქ­ტია, რომ ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს. ასე მოხ­და ბილ გე­ით­სი­სა და მისი Microsoft-ის, ჯეფ ბე­ზო­სი­სა და Amazon-ის შემ­თხვე­ვა­შიც. თა­ვის დრო­ზე „ჩვენ­ნა­ირ­მა“ ადა­მი­ა­ნებ­მა შექ­მნეს ეპო­ქა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა. ჩვენ კი მათი ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა, მათი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლის შეს­წავ­ლა მოგ­ვწონს, რად­გან ეს გვმა­ტებს რწმე­ნას, რომ ერთ დღეს თა­ვა­დაც გა­მოგ­ვი­ვა.

მა­ნამ­დე კი უნდა ვის­წავ­ლოთ, რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი, რომ სხვი­სი შეც­დო­მე­ბი არ გა­ვი­მე­ო­როთ. ყვე­ლა­ზე დიდ ცოდ­ნას კი სწო­რედ სტივ ჯობ­სის, ჯეფ ბე­ზო­სი­სა და მათი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მო­დე­ლის მა­გა­ლით­ზე ვის­წავ­ლით. სწო­რედ ეს ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბი და მათი შექ­მნის სა­ფე­ხუ­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს ალექს ოს­ტერ­ვალ­დერ­მა და ივ პი­ნი­ემ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წიგნ­ში – „რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი?“

ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მთა­ვა­რი პლუ­სი მისი სი­მარ­ტი­ვე და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბაა. მას­ში მო­თხრო­ბი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი ბიზ­ნეს­მო­დე­ლის შე­სა­ხებ. ასე­ვე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ნა­ცა­დი ხერ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც სტარ­ტა­პე­რებს, ისე მცი­რე და მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯე­რებს და­ეხ­მა­რე­ბათ.

„რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი“ შე­იქ­მნა 470 პრაქ­ტი­კო­სის რჩე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას 45 ქვე­ყა­ნა­ში ეწე­ვი­ან. წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია და პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნი­სა“ და „ჯეპ­რას“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­ი­ცა.

წიგ­ნის კონ­სულ­ტან­ტმა და „ჯეპ­რას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა სოსო გა­ლუ­მაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს­მო­დე­ლი სწო­რედ ამ წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა და ახლა, მის წა­კი­თხვას სხვებ­საც ურ­ჩევს.

„ამ წიგ­ნის წა­კი­თხვამ­დე, გა­მო­გი­ტყდე­ბით, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა იყო ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს მო­დე­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი და არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მქო­ნია. ამი­ტომ, გირ­ჩევთ, წა­ი­კი­თხოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იქ­ნე­ბა და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რომ­ლის გა­მე­ო­რე­ბაც სულ უფრო ხში­რად მო­გე­სურ­ვე­ბათ,“ – ამ­ბობს სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი.

უფრო მეტი დე­ტა­ლი კი პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მე­ნე­ჯე­რის თა­თია ტუ­რაშ­ვი­ლის­გან შე­ვი­ტყეთ,

„რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დელ­ში“ აღ­წე­რი­ლი სქე­მე­ბი რამ­დე­ნად მორ­გე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­გა­რე­მო­სა და სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მა­ზე?

 

ჩემი აზ­რით, წიგ­ნი პა­სუ­ხობს იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რაც არის არამ­ხო­ლოდ სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მა­ში, არა­მედ სრუ­ლი­ად ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში. წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით, მკი­თხველს შე­უძ­ლია, და­ი­ნა­ხოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, პრაქ­ტი­კუ­ლი ხერ­ხე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შექ­მნას ბიზ­ნე­სი ან თუკი უკვე აქვს, რო­გორ გარ­დაქ­მნას მისი გარ­კვე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ისე, რომ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი გა­ხა­დოს.

რაც მთა­ვა­რია, წიგ­ნი სტარ­ტა­პე­რებს და­ეხ­მა­რე­ბა, რომ სა­წყი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა მარ­ტი­ვად გა­ა­კე­თონ, კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი და მეტი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა შე­ი­ტა­ნონ მას­ში.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რას გა­ეც­ნო­ბი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში?

 

ისი­ნი ამ წიგნ­ში ნა­ხა­ვენ ბიზ­ნეს­მო­დე­ლის შექ­მნის კონ­კრე­ტულ მე­თო­დო­ლო­გი­ას, რო­მელ­საც ჰქვია ბიზ­ნეს­მო­დე­ლის ტილო (Business Model Canvas), ამას­თან. გა­ეც­ნო­ბი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მა­გა­ლი­თებს. უფრო კონ­კე­ტუ­ლად კი­ბიზ­ნეს­მო­დე­ლის 5 ნი­მუშს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა.

ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბია Amazon, Google, Apple და სხვა. მკი­თხვე­ლე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან, რო­გო­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბით ოპე­რი­რე­ბენ ეს კო­პა­ნი­ე­ბი, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ისი­ნი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტის გარ­დაქ­მნის შე­დე­გად, რო­გორ გახ­დნენ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

წიგ­ნი ერ­თგვა­რი თვით­მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს თუ გვჭირ­დე­ბა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვინც მას­ში აღ­წე­რილ მო­დე­ლებს აგ­ვიხ­სნის?

 

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლია და მისი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წა­კი­თხვით მკი­თხვე­ლი სწავ­ლობს ბიზ­ნეს­მო­დე­ლი­რე­ბის მთლი­ან პრო­ცესს და ნა­ხუ­ლობს კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებს. მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი პრაქ­ტი­კუ­ლი ვორკშო­პი, რო­მე­ლიც ამ წიგნს უფრო მეტ ღი­რე­ბუ­ლებს შეს­ძენს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის კონ­კრე­ტულ გზებს და­ა­ნა­ხებს დამ­სწრე­ებს.

„რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი“ რამ­დე­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია უცხო­ეთ­ში?

 

წიგ­ნი ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­მო­ი­ცა 2010 წელს. ერთ-ერთი ავ­ტო­რი, ალექს ოს­ტერ­ვალ­დე­რი თვი­თონ არის ბიზ­ნეს­კონ­სულ­ტან­ტი და კომ­პა­ნია Strategyzer-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ორი­ვე ავ­ტორს უკვე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. „რო­გორ შევ­ქმნათ ბიზ­ნეს მო­დე­ლი“ 37-მდე ენა­ზე ნა­თარ­გმნია და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერთი ბესტსე­ლე­რად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, USA TODAY-მ წიგ­ნი ტოპ 12 გა­მო­ცე­მას შო­რის არის შე­სუ­ლი.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლია და რაც მთა­ვა­რია, მას­ში აღ­წე­რილ მე­თო­დო­ლო­გი­ას უამ­რა­ვი კომ­პა­ნია იყე­ნებს. ზო­გა­დად, 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს იმ ბიზ­ნეს­მო­დე­ლის ტი­ლო­თი, რა­ზეც წიგნ­შია სა­უ­ბა­რი.

არის თუ არა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

 

წიგ­ნი უკვე არის წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში, მათ შო­რის, „ბიბ­ლუს­ში“. ასე­ვე 27 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე სას­ტუმ­რო „იო­ტა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა ვორკშო­პი „რო­გორ შევ­ქმნათ ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს­მო­დე­ლი“, რო­მელ­ზეც სწო­რედ ამ თე­მე­ბის გან­ხილ­ვა და წიგ­ნის წარ­დგე­ნაც იქ­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის სპი­კე­რე­ბი სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი იქ­ნე­ბი­ან.

ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევთ, რომ ამ ვორკშოპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პი­ა­რის, პრო­ექ­ტე­ბის, მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რებ­მა, ასე­ვე, სტარ­ტა­პე­რებ­მა და ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან რა­ი­მე პრო­დუქ­ტის ან სერ­ვი­სის შექ­მნის პრო­ცეს­ში.

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა TKT.ge-ზე უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ფას­დაკ­ლე­ბაც.

წყარო: ambebi.ge