“ნულიდან ერთამდე” უკვე გაყიდვაშია
ჯეპრა • Gepra-სა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ის თანამშრომლობით მორიგი მსოფლიო ბესტსელერი გამოიცა ბიზნესლიტერატურის მოყვარულებისთვის.
გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია!
ეს არის გზამკვლევი სტარტაპერებისთვის, რომელიც მოგცემთ საჭირო ბიძგსა და ინფორმაციას ბიზნესის დაწყებისა და განვითარების თითოეულ ეტაპზე. თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.
წიგნის ავტორი, PayPal-ისა და Palantir-ს დამფუძნებელი პიტერ თილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სტარტაპის წარმატებას უნიკალური პროდუქტი გადაპირობებს, რომელიც კომპანიას ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებასა და საკუთარი ნიშის დამკვიდრებაში ეხმარება.
Facebook-ის, Microsoft-ის, eBay-ის Twitter-ის, LinkedIn-ისა და სხვა მრავალი კომპანიის მაგალითზე და, რაც მთავარია, PayPal-ში მუშაობის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაფუძნებით, პიტერ თილი დამწყებ ბიზნესმენებს ურჩევს, რომელი სტრატეგიები უნდა აირჩიონ და როგორ იპოვონ უნიკალური გზა სრულიად ახლის შესაქმნელად.
წიგნის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მის შესაძენად კი ეწვიეთ ბიბლუსის ქსელს ან .