ნულიდან ერთამდე – პირდაპირი ჩართვა და წიგნის მიმოხილვა

ნულიდან ერთამდე სოსო გალუმაშვილი ლაივ ჩართვა
ნულიდან ერთამდე – პირდაპირი ჩართვა ბიზნესლიტერატურისა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებზე სტარტაპებისთვის Techstars Startup Week Georgia -ს ფარგლებში, “ლურჯი ოკეანის” ორგანიზებით.
30 სექტემბერს სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა ახალ ბესთსელერზე “ნულიდან ერთამდე”, რომელიც გამოიცა “ჯეპრასა” და “ლურჯი ოკეანის” თანამშრომლობით და არის გზამკვლევი სტარტაპებისთვის.
  • როგორ შევქმნათ საკუთარი მომავალი.
  • გზამკვლევი სტარტაპერებისთვის.

უყურეთ სრულ ვიდეოს ქვემოთ.

 

“ნულიდან ერთამდე” – პიტერ თილისა და ბლეიქ მასტერსის წიგნის შესახებ:

გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია!

თუ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება და წარმატების მიღწევა გსურთ, ეძებეთ ახალი გზები და შექმენით ინოვაციური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც არავის შეუქმნია.

მართალია, ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ წიგნში იმ საიდუმლოებებსაც იპოვით, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას აუცილებლად გაგიმარტივებთ.

წიგნის მიზანია გაგიჩინოთ კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ იდეის ჩამოყალიბებისა და შემდგომ მისი ბიზნესად გადაქცევის პროცესში.

დაიმახსოვრეთ, მომხმარებლები თქვენგან სრულიად ახალ პროდუქტს ელიან. თუ სტარტაპის შექმნისას ეს არ დაგავიწყდებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.

მეწარმეობის სწავლისთვის ერთი უტყუარი ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე თავისთავად უნიკალურია. მთავარია, გქონდეთ სწორი ხედვა და ახლებურად გაიაზროთ პროგრესი, ინოვაცია, რაშიც ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ.

თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.