მასტერკლასი “შენი პერსონალური ბიზნესმოდელი” ლიტფესტ გუდაური 2019-ზე
7 სექტემბერს, გუდაურში, სასტუმრო “მარკო პოლოში” წიგნის ფესტივალი – „ლიტფესტ გუდაური 2019“ გაიმართა.
ფესტივალი, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილი გახსნა მასტერკლასით: “შენი პერსონალური ბიზნესმოდელი – როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული კარიერა”.
მასტერკლასი დაფუძნებულია მეთოდოლოგიაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლება და რომელსაც ლიდერი კომპანიები წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში.
ყველა ორგანიზაციას აქვს ბიზნესმოდელი, ანუ ერთგვარი ლოგიკა იმისა, თუ როგორ ქმნიან ისინი ღირებულებას და იღებენ მოგებას. ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო ხელსაწყოა ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც კომპანიებს სწორი ბიზნესმოდელის შერჩევაში ეხმარება.
ამ მეთოდოლოგიის გამოყენება შეგიძლიათ პერსონალური ბიზნესმოდელის შესაქმნელადაც. მისი დახმარებით გავიაზრებთ, როგორია თითოეული ჩვენგანის პერსონალური ბიზნესმოდელი ანუ ვინ ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, რა ფასეულობას ვთავაზობთ დამსაქმებელს და რას ვიღებთ სანაცვლოდ.
ბიზნესმოდელის ტილო გაგიადვილებთ გაიაზროთ საკუთარი შესაძლებლობები, დაინახოთ განვითარების პოტენციალი და შექმნათ წარმატებული კარიერა.
სწორედ ამის შესახებ ისაუბრა სოსო გალუმაშვილმა ფესტივალზე. მან დამსწრეებს გააცნო კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება პერსონალური კარიერის გასაანალიზებლად და გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ ბიზნესმოდელის ტილო.
ფესტივალის მიწურულს პალიტრა ელ-მა ვიქტორინაში გამარჯვებულ სამ მონაწილეს საჩუქრად წიგნები გადასცა.
ერთ-ერთი გამარჯვებულია ნინო მარინაშვილი, რომელსაც საჩუქრად გადაეცა წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ “ლიტფესტ გუდაური 2019”-ის შესახებ ვიდეო: