კარგიდან საუკეთესომდე – ჯეპრას მხარდაჭერით მორიგი ბესტსელერი გამოიცემა
ჯეპრას მხარდაჭერით და ლურჯ ოკეანესთან თანამშრომლობით, მორიგი ბესტსელერი ჯიმ კოლინზის “კარგიდან საუკეთესომდე” გამოიცემა.
ჯიმ კოლინზი ამერიკელი მკვლევარი, სპიკერი და გავლენიანი კონსულტანტია, რომლის წიგნიც მალევე გახდა ბესტსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაც აღიარეს.
კოლინზისთვის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად ჩატარებული ხუთწლიანი საფუძვლიანი კვლევის უმთავრესი ამოცანა იყო, გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა „საუკეთესოდ“ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი.
მან ასევე თავი მოუყარა მართვასა თუ პერსონალთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციულ პრაქტიკას, ქცევასა და დამოკიდებულებას, რომლებიც ხელს უწყობს ან ეწინააღმდეგება კარგიდან შესანიშნავად გარდაქმნის პროცესს.
წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს და ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ ბიზნესის რთულ სამყაროში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.