როგორ ვმართოთ დრო

ანოტაცია:

დროის ეფექტიანად მართვა ჩვენი საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ჩვენთვის ეს პრობლემა ნაცნობია და წიგნის დასაწყისში ვხვდებით საკითხებს, რომლებზეც არაერთხელ გვიფიქრია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგვრჩეს, თითქოს ავტორმა ჩვენი სამუშაო დღე აღწერა, არსებული სიტუაციების კატეგორიზაცია მოახდინა და შესაბამისი სახელები მოუძებნა.

ქლეითონის ნაშრომი დაკვირვების, ანალიზისა და რეკომენდაციების ნაკრებია, რომელიც გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ დროის მართვა გაგიადვილდეთ, გაანაწილოთ პრიორიტეტები, დაგეგმოთ საქმე,  დაიხმაროთ ადამიანები და მიიღოთ უკეთესი შედეგი.

ნაშრომს ყველაზე ზუსტად ავტორი აფასებს, როცა აღნიშნავს, რომ არ სჯერა, თითქოს ადამიანს წიგნში აღწერილი ყველა იდეა გამოადგება, თუმცა სწამს, რომ ყველა აღმოაჩენს მისთვის გამოსადეგ რჩევას. ამრიგად, ამ წიგნზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირს.

წიგნი გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ჯეპრას თანამშრომლობით.

მაიკ ქლეითონი მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი და ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსია. მუშაობდა კონსულტანტად და პროექტის მენეჯერად, ინსტრუქტორად და მწვრთნელად, ფასილიტატორად და სპიკერად. მან საზოგადოებაში საქმის მცოდნე ადამიანის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მაიკმა შეისწავლა მეთოდები, რომლებსაც წარმატებული ადამიანები საქმის დროულად დასასრულებლად და წარმატების მისაღწევად იყენებენ.

პროფესიონალი პროექტის მენეჯერის გამოცდილება მაიკ ქლეითონმა ფსიქოლოგიასთან გააერთიანა და შექმნა დროის რესურსების სამართავად რეალურად გამოსადეგი ხელსაწყოების ნაკრები. მან დაამუშავა პროექტებისა და დროის მართვის საკითხები და საკუთარი სისტემით ეხმარება ადამიანებს მიაღწიონ მეტს როგორც დიდ პროექტებში, ისე პატარა საქმეში.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

როგორ ვმართოთ დრო

    [dynamichidden title "CF7_get_post_var key='title'"]

    biblusi.ge

    ფასი: 11.90 ₾