როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე
დღეს კარიერის ცვლილება აღარავის უკვირს. არავისთვისაა მტკივნეული ძველი სამსახურის დატოვება და ახალ გარემოში ადაპტაციისა და თვითრეალიზაციისთვის ბრძოლა. ახალი სამუშაოს პოვნა კი ყოველთვის გასაუბრებას და თავის წარმოჩენის მნიშვნელობას უკავშირდება. სწორედ ამ საგულისხმო და ხშირად ბოლო „ბარიერისთვის“ საჭირო უნარებსა და რეკომენდაციებზეა ჯონ ლისის, კარიერის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი სპეციალისტის ეს ნაშრომი.
გასაუბრების შესახებ უამრავი წიგნი და ვებგვერდი არსებობს. ბევრი მათგანი უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რაც თავადაც იცით ან ხშირად გსმენიათ, მაგრამ ვერ ახორციელებთ პრაქტიკაში.
ეს წიგნი მიზნად ისახავს, ვითარება განსხვავებულად წარმოაჩინოს:
- ყურადღებას აქცევს მიზეზებს, თუ რატომ არ იყენებთ რჩევებს. გასაგებია, რომ ერთ დღეში სრულყოფილი რესპონდენტი ვერ გახდებით;
- გეხმარებათ ამოიცნოთ, რა სურთ ინტერვიუერებს;
- გეხმარებათ შეცვალოთ საკუთარი პიროვნების წარდგენის ხერხები;
- გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ცვლილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს გასაუბრებაზე მოსახდენ ეფექტს
- გთავაზობთ ადამიანური რესურსების გამოცდილი სპეციალისტების შეხედულებებს
წიგნი გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ჯეპრას თანამშრომლობით.