როგორ მივაღწიოთ მიზანს

ანოტაცია:

გაქვთ იდეა და ეძებთ მისი განხორციელების გზას? გაქვთ ცვლილებების დაწყების სურვილი და აყალიბებთ თვალსაზრისს? გჭირდებათ შთაგონების გაზიარების ოპტიმალური მეთოდი? საამისოდ ბრიჯიტ კობის ეს წიგნი გამოგადგებათ. ავტორი – საქმიანი და წარმატებული პიროვნება – ზედმიწევნით აყალიბებს მიზნის მიღწევის თეორიას. მისი წიგნი ახალი იდეების, თვალსაზრისების ფოკუსირების საუკეთესო საშუალებაა. ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა, სწორად დაინახო მიზანი და აქციო ის სასიამოვნო თავგადასავლად. ავტორი ცდილობს აგვიხსნას, რამდენად არის წარმატება და ოცნებების ახდენა თავად ჩვენზე დამოკიდებული, სად ვუშვებთ შეცდომას და როგორ უნდა ვიმოქმედოთ სასურველი შედეგის მისაღწევად. კობის თეორიას ბევრი საერთო აქვს მენეჯმენტის ზოგად პრინციპებთან, თუმცა წიგნი მეტია, ვიდრე მენეჯმენტის სახელმძღვანელო – ესაა პრაქტიკული მაგალითებით გამდიდრებული თეორია იმისა, თუ როგორ უნდა შექმნა შენი საქმე და მიაღწიო მიზანს.

წიგნი გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ჯეპრას თანამშრომლობით.

ბოლო 15 წელია, რაც ბრიჯიტ ქობი ეხმარება ბიზნესმენებს ორგანიზაციების განახლებასა და გარდაქმნაში. ამასთან ერთად, კითხულობს ლექციებს ცვლილებების მართვის შესახებ ბირკბეკის კოლეჯსა (ლონდონის უნივერსიტეტი) და კინგსტონის უნივერსიტეტში.  მას აქვს პროექტების მართვის, პროგრამირებისა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვის კალიფიკაცია.

ბრიჯიტის მისწრაფება ცვლილებებისა და სანუკვარი სურვილების ასრულებისკენ არ მოიცავს მხოლოდ ბიზნესსა და განათლებას. მისი აზრით, ყველაფერი, რაც პიროვნების თავს ხდება, მასზე და მის არჩევანზეა დამოკიდებული. იგი სერიოზულად დაინტერესდა პიროვნული განვითარების საკითხით, რამაც მიიყვანა ნეიროლინგვისტური პროგრამირების კვალიფიკაციამდე, წიგნების ვრცელ კოლექციასა და ბევრი სემინარის წამყვანობამდე. ბოლო წლებში გაუჩნდა იდეა, გაეერთიანებინა თავისი გამოცდილება ბიზნესსა და პიროვნული განვითარების საკითხებში და შეექმნა სურვილების ასრულებისათვის საჭირო ერთგვარი ინსტრუქცია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დასახული აქვთ შესანიშნავი მიზნები, მაგრამ არ იციან, როგორ მიაღწიონ მათ.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

როგორ მივაღწიოთ მიზანს

    [dynamichidden title "CF7_get_post_var key='title'"]

    biblusi.ge

    ფასი: 11.90 ₾