ბიზნესმოდელის ტრენინგი GREENcubator-ის პროგრამისთვის
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კავკასიის სოციალური ინოვაციების კონკურსის მეორე ეტაპისა და პირველი მწვანე ბიზნეს აქსელერაციის პროგრამის GREENcubator-ის ფარგლებში, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა მონაწილეებს ჩაუტარა ბიზნესმოდელის ტრენინგი ბიზნესმოდელის წყაროებისა და ტიპების შესახებ. განხილული მეთოდოლოგია და მიგნებები დაფუძნებულია მსოფლიო ბესთსელერ ბინესლიტერატურაზე – “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” და “ბიზნესმოდელის ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“.
GREENcubator პროგრამა მოიაზრებდა საგრანტო კონკურსის მონაწილეების მხარდაჭერას თავიანთი მწვანე ბიზნესიდეების დახვეწასა და განვითარებაში. 3 კვირიანი ინტენსიური კურსები მოიცავდა ტრენინგებს, პრაქტიკულ შეხვედრებსა და ინდივიდუალური სწავლების სესიებს ისეთ თემებზე გამოცდილების გაზიარებით, როგორიც არის ბიზნესისმოდელის ტიპები, ბიუჯეტირება და ხარჯების სტრუქტურა, ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, გაყიდვები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ქრაუდფანდინგი, სოციალური მედიის მართვა და სხვა.
პროგრამამ ჯამში 25 მონაწილეს უმასპინძლა, რომლებიც გეგმავენ სოციალური და მწვანე საწარმოების შექმნას ნარჩენების მართვის, ეკოტურიზმისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით.