FACEBOOK LIVE – ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია COVID-19-ის პირობებში
5 მაისს ჯეპრას გვერდზე ჩატარდა Facebook LIVE თემაზე “ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია COVID-19-ის პირობებში”, რომელსაც უძღვებოდა სოსო გალუმაშვილი.
ჯეპრას ონლაინ დისკუსიის სტუმარი იყო კომპანია Lemondo-ს საოპერაციო დირექტორი გიორგი ყანჩაველი.
იმისათვის, რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე, კომპანიებმა შეძლონ ჩვეულ რიტმში მუშაობის გაგრძელება, მათ უწევთ იფიქრონ ახალ ბიზნესმოდელებზე, იმ მნიშვნელოვან და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება მათ, კრიზისამდელი პოზიციების შენარჩუნებაში.
როგორც ახლა ვხედავთ, მრავალი კომპანია ცდილობს მოერგოს მიმდინარე სიტუაციას, ახდენს ბიზნესპროცესების გაციფრულებასა და სიტუაციიდან გამომდინარე საკუთარი ბიზნესგეგმების მორგებას.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ გავჩერდეთ და ჩვენი კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ?
- როგორ მოვახდინოთ ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია და როგორ შევხვდეთ პოსტკრიზისულ პერიოდს?
- ბიზნესმოდელის რომელ ელემენტებია ამ სიტუაციაში პრიორიტეტული და სად ვეძებოთ ინოვაცია?
👇 მოუსმინეთ დეტალურად დისკუსიას ვიდეოში.
ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია covid-19-ის პირობებში
ბიზნესმოდელის ტრანსფორმაცია covid-19-ის პირობებში🎙 ჯეპრას ონლაინ დისკუსიის სტუმარია, კომპანია Lemondo-ს საოპერაციო დირექტორი გიორგი ყანჩაველი.დასვით კითხევბი და საუკეთესო კითხვის ავტორი გიორგი ყანჩაველისგან და ჯეპრასგან მიიღებს წიგნს როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
Posted by ჯეპრა • Gepra on სამშაბათი, 05 მაისი, 2020
საუბრისას სპიკერებმა ახსენეს რეკომენდებული ბიზნესლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესმოდელის გაანალიზებასა და გაუმჯობესებაში.