ბიზნესმოდელის მასტერკლასი საქართველოს უნივერსიტეტში
27 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში, ჯეპრას ცოდნის აუდიტორიაში სოსო გალუმაშვილის მასტერკლასი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გაიმართა.
მასტერკლასი ეფუძნება წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განხილულ მეთოდოლოგიებს. წიგნი მსოფლიო ბესთსელერია, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე.
იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული.
წიგნში მიმოხილულია მარტივი და ეფექტური მეთოდები, რომლებსაც მოსფლიოს მასშტაბით წარმატებით იყენებენ ბიზნესპრაქტიკოსები.
სოსო გალუმაშვილმა მასტერკლასზე ისაუბრა წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი. როგორ დაეხმარებათ ამაში ბიზნესმოდელის ტილო.
მასტერკლასზე ასევე განიხილეს ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის მაგალითები და რჩევები იმაზე, თუ სად ვეძებოთ ინოვაცია.