სომხურ-ქართული ურთიერთობანი – ნიკო ნიკოლაძე
წიგნში შესულია 1893-1898 წლებში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც იბეჭდებოდა კავკასიის რუსულ პრესაში.
1919 წლის 28 ოქტომბერს ალექსანდრე ჯაბადარისადმი მიწერილ წერილში ნ. ნიკოლაძე წერდა: „თქვენი სურვილისამებრ, გიგზავნით ჩემი ძველი ნაწერებიდან სტატიებს შესახებ ჩვენი ურთიერთობისა სომხებთან, ვინც გადაიკითხა, ყველა ამბობს, რომ ამ ხნისთვისაც გამოდგებიანო.“
როგორც წერილებიდან ჩანს, ნიკო ნიკოლაძეს სწამდა, რომ ყოველდღიური გასაჭირი და მოსაგვარებელი პრობლემები იგივე იყო, რაც იმჟამინდელი თაობისთვის, ოღონდ ყოველ თაობას ზოგს დიდი, ზოგს მცირე წვლილი შეჰქონდა თვითგამორკვევის საქმეში.. “რუსეთის დესპოტიმზმის ფონზე არსად არ შეიძლებოდა ისე თავისუფლად სუნთქვა, როგორც ჩვენთან კავკასიაში, ვიდრე ურთიერთთავდასხმის ტაქტიკა გაბატონდებოდაო“ – აღნიშნავდა წერილებში ნიკო.