ტრენინგი სპარკში “იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე”
6 თებერვალს ბიზნეს აქსელერატორ Spark • სპარკი-ში საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა • Gepra-სა და ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ს ინიციატივით გაიმართა ტრენინგი თემაზე „იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპარკის ბენეფიციარები და საკუთარი ბიზნესის შექმნით დაინტერესებული პირები.
ტრენინგს უძღვებოდა სოსო გალუმაშვილი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი, რომელმაც ისაუბრა შემდეგ თემებზე:
- რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
- სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
- რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში;
- როგორ დაგეხმარებათ ბიზნესმოდელი, მყარად დაიკავოთ ბაზარზე კუთვნილი ადგილი;
- მსოფლიოში ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები.
გავრცელებული აზრია, რომ კარგი იდეის პოვნა ყველაზე დიდი გამოწვევაა დიდ კომპანიებსა თუ სტარტაპებში. სინამდვილეში ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა სწორი ბიზნესმოდელoს შერჩევა.
ბევრი მაგალითი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი და იგივე იდეა, პროდუქტი, სერვისი ან ტექნოლოგია შეიძლება იყოს წარუმატებელი ერთი ბიზნესმოდელით და ძალიან წარმატებული მეორით.
სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩამოყალიბების სათავეშივე დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს კომპანიის ბიზნესმოდელი. ამ პროცესს გაგიმარტივებთ “ჯეპრასა” და “ლურჯი ოკეანის” პარტნიორობით გამოცემული წიგნები “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” და “ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ ბიბლუსის ქსელში ან მათ ვებგვერდზე.