როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

ანოტაცია:

დღეს კარიერის ცვლილება აღარავის უკვირს. არავისთვისაა მტკივნეული ძველი სამსახურის დატოვება და ახალ გარემოში ადაპტაციისა და თვითრეალიზაციისთვის ბრძოლა. ახალი სამუშაოს პოვნა კი ყოველთვის გასაუბრებას და თავის წარმოჩენის მნიშვნელობას უკავშირდება. სწორედ ამ საგულისხმო და ხშირად ბოლო „ბარიერისთვის“ საჭირო უნარებსა და რეკომენდაციებზეა ჯონ ლისის, კარიერის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი სპეციალისტის ეს ნაშრომი.

გასაუბრების შესახებ უამრავი წიგნი და ვებგვერდი არსებობს. ბევრი მათგანი უბრალოდ იმას შეგახსენებთ, რაც თავადაც იცით ან ხშირად გსმენიათ, მაგრამ ვერ ახორციელებთ პრაქტიკაში.

ეს წიგნი მიზნად ისახავს, ვითარება განსხვავებულად წარმოაჩინოს:

  • ყურადღებას აქცევს მიზეზებს, თუ რატომ არ იყენებთ რჩევებს. გასაგებია, რომ ერთ დღეში სრულყოფილი რესპონდენტი ვერ გახდებით;
  • გეხმარებათ ამოიცნოთ, რა სურთ ინტერვიუერებს;
  • გეხმარებათ შეცვალოთ საკუთარი პიროვნების წარდგენის ხერხები;
  • გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ცვლილებებს, რომლებიც გააუმჯობესებს გასაუბრებაზე მოსახდენ ეფექტს
  • გთავაზობთ ადამიანური რესურსების გამოცდილი სპეციალისტების შეხედულებებს

წიგნი გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და ჯეპრას თანამშრომლობით.

ჯონ ლისი კარიერის მართვის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი სპეციალისტია. იგი, როგორც ტრენერი, დიდ ბრიტანეთში უამრავ ადამიანს დაეხმარა რთული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისას. ჯონს ხშირად იწვევენ მთავარ მომხსენებლად გაერთიანებულ სამეფოში გამართულ ღონისძიებებზე (მესამე ფორუმის ჩათვლით). იგი მონაწილეობდა კარიერის შესახებ გამართულ მსოფლიოს ყველაზე დიდ საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, შვეიცარიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ შეკრებებში.

ჯონის წიგნი „როგორ ვიშოვოთ სასურველი სამუშაო“ რეგულარულად იკავებს მოწინავე ადგილს ბესტსელერთა სიაში და ორჯერ გახდა ბიზნესის შესახებ დაწერილ წიგნებს შორის „თვის რჩეული“. მისი სხვა ცნობილი ნაშრომებია: „გააკონტროლეთ თქვენი კარიერა“, „რატომ თქვენ? – СV-ის გზავნილები სამუშაოს მისაღებად“.

ჯონი ჟურნალ People Management-ის მიმომხილველია და მუდმივად ჩნდება პრესაში, აქვეყნებს ნაშრომებს, მუშაობს რადიოში და მონაწილეობს BBC-ს გადაცემაში Back to work, BBC2-ის Working Lunch-ში, მეოთხე არხის Dispatches-ში და ITV-ის გადაცემაში Tonight – How to get a job.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის: www.johnleescareers.com

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

    [dynamichidden title "CF7_get_post_var key='title'"]

    biblusi.ge

    ფასი: 11.90 ₾