ინოვაციური ბიზნესმოდელი – თქვენი ბიზნესის წარმატების საიდუმლო
როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი? – ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა როგორც მოქმედი მენეჯერებისთვის, ასევე სტარტაპერებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახლა იწყებენ.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივია, თუმცა თქვენი დახმარება ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ეპოქალურ წიგნს შეუძლია, რომელიც სწორედ ამ თემაზეა დაწერილი და მისი პრაქტიკულობა საშუალებას გაძლევთ, წიგნში მიღებული ცოდნა წაკითხვისთანავე გამოიყენოთ.
წიგნი სახელწოდებით – “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რომ გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და დანერგოთ ბიზნესმოდელები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს, ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს, არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით და ქმნის მომავლის კომპანიებს. ამასთან, სურს, რომ ბიზნესმოდელი გააუმჯობესოს ან ახალი შექმნას.
„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ და საშუალებას მოგცემთ საკუთარ კომპანიაშიც დანერგოთ ეს ინოვაციური მიდგომები.
რაც ყველაზე მთავარია, წიგნი შეიქმნა სტრატეგიის 470 პრაქტიკოსთან (45 ქვეყნიდან) ერთად, მასში მოყვანილია წარმატებული თუ წარუმატებელი ბიზნესმაგალითები, რომლებიც გიბიძგებთ, რომ გადაუდებლად შეუდგეთ წიგნის შესწავლას და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენებას.
სახელმძღვანელო ქართულად „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით გამოიცა. წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტია „ჯეპრას“ დამფუნებელი სოსო გალუმაშვილი.
„ამ წიგნის წაკითხვამდე, გამოგიტყდებით, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ჩვენი კომპანიის ბიზნესმოდელი. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მცდარი და არასწორი შეხედულებები მქონია. ამიტომ, გირჩევთ, წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი, რომლის გამეორებაც სულ უფრო ხშირად მოგესურვებათ.“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.
მისი განცხადებით, ეს წიგნი არის ინოვაციური თავისი მნიშვნელობით და იმით, თუ როგორი იყო მისი შექმნის პროცესი. „ის არის, ფაქტობრივად, ერთი დიდი მეთოდოლოგია იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ბიზნესმოდელი. ხშირად უკითხავთ, შეიძლება თუ არა ინოვაციური ბიზნესმოდელის გარეშე წარმატების მიღწევა, ჩემი პასუხი არის – არა. თუ გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, თუ გვსურს ჩვენი ბიზნესი იყოს წარმატებული, აუცილებლად უნდა შევიმუშაოთ და დავნერგოთ ინოვაციური ბიზნესმოდელები. ის კომპანიები, რომლებმაც ეს შეძლეს, არიან მოწინავე ბაზარზე და ვინც ვერ გადალახა დრომოჭმული ბიზნესმოდელები, გაიზიარეს იგივე ბედი, რაც „ნოკიამ“, ან „კოდაკმა“.“ – ამბობს სოსო გალუმაშვილი.
როგორც პროექტის მენეჯერი, თათია ტურაშვილი აღნიშნავს, წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“, ქართველი მკითხველისთვის ახალ სიტყვას ამბობს. ის მკითხველს ასწავლის თუ როგორ შექმნან ან გარდაქმნან სერვისის, პროდუქტის ან ზოგადად, კომპანიის ბიზნესმოდელი.
„კომპანიებისთვის თავიანთი ბიზნესმოდელების გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს იმას, რომ ზუსტად იცოდეთ, როგორ ფუნქციონირებს თქვენი კომპანია – როგორ ქმნით ღირებულებას მომხმარებლისთვის, როგორ ხდით მას მაქსიმალურად ხელმისაწვდომსა და სასურველს მისთვის. წიგნი ძალიან პრაქტიკულია და სწორედ ამაში მდგომარეობს მისი გამორჩეულობა. სახელმძღვანელოში განხილულია ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი – ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც წიგნის ავტორებმა შექმნეს და ბიზნესმოდელის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და თანამედროვე მოდელია. ბიზნესმოდელის ტილო მოიცავს 9 სტრუქტურულ კომპონენტს, რომლებიც ერთობლიობაში კომპანიის, პროდუქტისა თუ სერვისის სრული სურათის დანახვისა და ინოვაციური იდეების შემუშავების საშუალებას მოგცემთ“.
მისივე თქმით, წიგნი საინტერესო იქნება ყველა პროფესიის წარმომადგენლისთვის, რადგან ნებისმიერ პროდუქტს, სერვისსა თუ პროექტს თავისი უნიკალური ბიზნესმოდელის ტილო უნდა ჰქონდეს და წიგნი სწორედ ამაში ეხმარება მკითხველს.
წიგნის წარდგენა 27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში” (თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის #10), პროექტის „ლურჯი ოკეანე“ ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიებაზე ერთ-ერთი სპიკერი წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი – სოსო გალუმაშვილი იქნება. მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეებს ივენთის შემდეგ ეცოდინებათ, როგორ გააუმჯობესონ თავიანთი კომპანიის ბიზნესმოდელი, შექმნან სტარტაპი და მოიპოვონ უპირატესობა ბაზარზე. ასევე, როგორ გახდნენ უკონკურენტო, დაამყარონ უკეთესო კომუნიკაცია მომხმარებელთან, შექმნან მეტი ღირებულება მათთვის და იშოვონ მეტი ფული.
ღონისძიების მეორე სპიკერი იქნება, ტრენერი და ლექტორი, წიგნის „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“ ავტორი – გიორგი ყანჩაველი, რომელიც ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითად ნაბიჯებსა და ტაობაოს მაგალითზე განხილულ პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე ისაუბრებს.
ღონისძიება განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტებისთვის, ასევე პროექტებისა და პროდუქტისა მენეჯერებისთვის. მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნისა და გარდაქმნის პროცესებით. ასევე სტარტაპერებისთვის და მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს თავისი არსებული პროდუქტი და სერვისი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ .
სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ივენთის გვერდი ფეისბუქზე.
სტატიის წყარო: