წიგნის “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” პრეზენტაცია გაუ-ში
25 მაისს, 12:00 საათზე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში “ლურჯი ოკეანისა” და “ჯეპრას” ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“.
სპიკერი – სოსო გალუმაშვილი, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი
ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგ თემები:
- ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”, რომელიც 27 მაისიდან ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
- რა არის ბიზნესმოდელი – ვინ იყენებს, რატომ იყენებენ. რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს, ბიზნესმოდელის ნიმუშები
- ბიზნესმოდელის ტილო – რა ნაწილებისგან შედგება ბიზნესმოდელი, რა არის ბიზნესმოდელის ტილო, 9 ბლოკის ახსნა და თავისებურებები
- ბიზნესმოდელის პროტოტიპების შექმნა, ინოვაციების გენერაციის ბლოკები