15%-იანი ფასდაკლება ბიბლუსის ვებგვერდზე წიგნზე “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”

10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ბიბლუსის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” 15%-იანი ფასდაკლებით და ისარგებლოთ ადგილზე უფასო მიტანის სერვისით. 

მსოფლიო ბესთსელერი განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტისთვის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე მომუშავე პირებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნისა და გარდაქმნის პროცესებით. ასევე სტარტაპერებისთვის, მათთვის ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.

“როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელში” განხილული მეთოდები უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და 250-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება.

გაეცანით რევოლუციურ წიგნს ქართულ ენაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება მოქმედებს წიგნის მხოლოდ ვებგვერდზე ყიდვის შემთხვევაში.