თბილისში ვორქშოპი “როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი” ჩატარდა

27 ივნისს, სასტუმრო “იოტაში” ჯეპრასა და ლურჯი ოკეანეს ორგანიზებით, ჩატარდა ვორქშოპი: “როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი”.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ტრენერი გიორგი ყანჩაველი.

ღონისძიებაზე სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის მნიშვნელობაზე თანამედროვე კონკურენტულ ბიზნესსამყარიში. მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო ბიზნესმოდელის ტილო, მისი გამოყენების მექანიკა, ბიზნესმოდელების შეფასების, გარდაქმნისა და გაუმჯობესების მეთოდები. განიხილეს მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ქეისები, მათი ბიზნესმოდელები, ინოვაციური ტრანსფორმაციები.

ვორქშოპზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ  შეექმნათ და განეხილათ სასტუმრო იოტას ბიზნესმოდელის ტილო.

შეხვედრის მიწურულს, გიორგი ყანჩაველმა ისაუბრა მსოფლიო გიგანტი კომპანიის “ტაობაოს” ბიზნესმოდელზე და დამსწრეებს წარუდგინა კომპანიის ინოვაციური ბიზნესმოდელირების ეტაპები, რომლებსაც ის გადიოდა წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ტაობაო ძალიან წარმატებულია, ის მუდმივად ცდილობს იპოვოს ინოვაციის ეპიცენტრები საკუთარ ბიზნესმოდელში და შექმნას კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყარო.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე 25%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”.

სოსო გალუმაშვილისგან სტუმრებს დამატებით საჩუქრად გადაეცათ ორი ვორქშოპი:

  1. პერსონალური ბიზნესმოდელი – როგორ დავგეგმოთ, შევქმნათ და ვმართოთ პერსონალური კარიერა ბიზნესმოდელის ტილოს დახმარებით.
  2. ამ ღონისძიების ერთგვარი გაგრძელება და მეორე ეტაპი. რადგანაც მონაწილეებმა თეორიული ინფორმაცია უკვე მიიღეს, გაუადვილდებათ წიგნის წაკითხვა და შესწავლა, ვორქშოპის მეორე ეტაპზე კი ისინი დეტალურად გაივლიან ბიზნესმოდელის შექმნის თითოეულ საფეხურს სოსოსთან ერთად და შექმნიან სასურველი კომპანიის ინოვაციურ ბიზნესმოდელს.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ვიდეო