წიგნის “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” პრეზენტაცია გაუ-ში

25 მაისს, 12:00 საათზე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში “ლურჯი ოკეანისა” და “ჯეპრას” ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“.

სპიკერი – სოსო გალუმაშვილი, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი

ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგ თემები:

  1. ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”, რომელიც 27 მაისიდან ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
  2. რა არის ბიზნესმოდელი – ვინ იყენებს, რატომ იყენებენ. რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს, ბიზნესმოდელის ნიმუშები
  3. ბიზნესმოდელის ტილო – რა ნაწილებისგან შედგება ბიზნესმოდელი, რა არის ბიზნესმოდელის ტილო, 9 ბლოკის ახსნა და თავისებურებები
  4. ბიზნესმოდელის პროტოტიპების შექმნა, ინოვაციების გენერაციის ბლოკები