fbpx

თიკო სამყურაშვილი: ყველას შეუძლია შეიტანოს წვლილი ბიზნესმოდელის გაუმჯობესებაში

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: თინათინ სამყურაშვილი

 

ელჩის შესახებ: პიარსკოლის მენეჯერი, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი. 


აუცილებელია, ორგანიზაციაში ყველას ესმოდეს ბიზნესმოდელი, მისი არსი, შექმნა-გარდაქმნის პროცესი, რადგანაც პოტენციურად, ყველას შეუძლია შეიტანოს წვლილი მის გაუმჯობესებაში.

გაუზიარეთ თანამშრომლებს მოდელის შესახებ ცოდნა მარტივად ბიზნესმოდელის ტილოს საშუალებით, რათა ერთი სტრატეგიული მიმართულებით იმოძრაოთ და ხელი შეუწყოთ კომპანიის ზრდას. ბიზნესმოდელის ტილო არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ხელსაწყო იმისათვის, რომ დაინახოთ ორგანიზაციის ფუნქციონირების სრული სურათი და შეძლოთ განვითარებისთვის, ინოვაციის დანერგვისთვის თავისუფალი ადგილების აღმოჩენა.

წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” არის უმარტივესი სახელმძღვანელო, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი სიღრმისეულად გაიაზრებს ორგანიზაციის ბიზნესმოდელს და შეძლებს მის გაუმჯობესებას.