fbpx

საჩუქრად წიგნი: როცა ყავა და კომბოსტო ერთმანეთს ეჯიბრება

ალან კლემენტის წიგნი “როცა ყავა და კომბოსტო ერთმანეთს ეჯიბრება” დაგეხმარებათ შექმნათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მიმზიდველი იქნება მომხმარებლებისთვის და გაიყიდება. ამგვარად, გაზრდით კომპანიის მოგებას, შეამცირებთ ზარალს და შეინარჩუნებთ კონკურენტუნარიანობას.

წიგნში ტოპ მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები და თავად ავტორი გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორ ეხმარებოდათ მათ Job to be Done მეთოდოლოგია წარმატებული პროდუქტების შექმნაში. JTBD აანალიზებს იმ მიზეზებს, რატომაც მომხმარებლები ყიდულობენ და იყენებენ პროდუქტებს.

წიგნში გაეცნობით როგორც წარმატებულ ქეისებს, ასევე ისეთი პროდუქტებისა და კომპანიების მაგალითებს, რომლებმაც მარცხი განიცადეს. მათი გამოცდილება დაგეხმარებათ, უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენი კომპანიებისთვის. ისწავლით, როგორ გააანალიზოთ კონკურენტები და რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი პროდუქტი მომხმარებლებმა შეამჩნიონ.

ეს ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტისა და ბიზნესის განვითარებასა და ზრდაში.