fbpx

საჩუქრად წიგნი: Buy•ოლოგია კორონავირუსის სამყაროში

Buy•ოლოგია – ანუ, რატომ ვყიდულობთ?“ (Buyology: Truth and Lies About Why We Buy) პირველი წიგნი იყო, რომელმაც ნეირომეცნიერება დაუკავშირა ბიზნესის სამყაროს. იგი დაფუძნებულია 6 ქვეყანაში ჩატარებული 2000-ზე მეტი ადამიანის ტვინის სკანირებიდან მიღებულ მონაცემებზე.

დღეს, როდესაც პანდემიამ სრულიად შეცვალა სამყარო, მარტინ ლინდსტრომმა გამოსცა ამ წიგნის ერთგვარი განახლება – “Buy•ოლოგია კორონავირუსის სამყაროში”. მასში საუბარია ავტორის ნეირომეცნიერული კვლევების საინტერესო მიგნებებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი იმ შესაძლებლობებსა და სირთულეებს, რომლებსაც ახლად ფორმირებული სამყარო გვთავაზობს.

წიგნში გაიგებთ, რომელ სფეროებსა და ბრენდებს შეუძლიათ განვითარდნენ ისე, როგორც არასდროს პოსტ-პანდემიურ სამყაროში და რა ფაქტორები ახდენს ყველაზე მეტ გავლენას მომხმარებლის ქცევაზე იზოლაციის დროს.

მარტინ ლინდსტრომი მეცნიერებისა და ბიზნესის ძალიან საინტერესო კომბინაციას გვთავაზობს. იგი ჟურნალ Times-ის მიერ გამოქვეყნებულ “მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს” შორისაა და ასევე დასახელებულია მსოფლიოს ტოპ 50 მოაზროვნეს შორის. მარტინი New York Times-ის 7 ბესთსელერი წიგნის ავტორია.