“როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” თბილისის წიგნის ფესტივალზე

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით “ექსპო-ჯორჯიას” მე-11 და მე- 6 პავილიონში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ლურჯი ოკეანის ბევრ სხვა წიგნთან ერთად, წელს პირველად მკითხველებს საშუალება ჰქონდათ ეყიდათ ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს მსოფლიო ბესთსელერი წიგნი “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელიც”.

ლურჯი ოკეანის სტენდის მასპინძელი იყო სოსო გალუმაშვილი, “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის” ქართული გამოცემის კონსულტანტი, რომელიც დაინტერესებული მკითხველების კითხვებს სცემდა პასუხს.

2 ივნისს, ფესტივალზე გაიმართა წიგნის “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის” პრეზენტაციაც, რასაც სოსო გალუმაშვილი უძღვებოდა.

“ეს არის წიგნი, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება, შეცვალა ჩვენი კომპანიები, შეცვალა დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. მართალია წიგნს ჰქვია “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არის მხოლოდ ბიზნესებისთვის. ის არის ადამიანებისთვის, ვისაც სურთ თავიანთ საქმიანობაში ინოვაციურობის შემოტანა და შეიძლება სულაც არ იყვნენ ბიზნესმენები, არამედ იყვნენ ინჟინრები, ისტორიკოსები, მარკეტერები და ა.შ ნებისმიერ სფეროში აუცილებელია ინოვაციურობა, სიახლე, განსხვავებული მიდგომა.” – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.

შეგიძლიათ პრეზენტაციის ჩანაწერს უყუროთ ბმულზე: http://bit.ly/2Z38hpU