რადიო კომერსანტი თემაზე “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი”

რადიო კომერსანტის თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“-ში მიწვეულები იყვნენ სოსო გალუმაშვილი, ჯეპრას დამფუძნებელი, უფროსი კონსულტანტი, წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ქართული გამოცემის კონსულტანტი და თათია ტურაშვილი, ბიზნეს ლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერი, რომლებმაც ისაუბრეს წიგნზე “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ და ღონისძიებაზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართება სასტუმრო “იოტაში”.

ღონისძიებას “როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი” ეყოლება ორი სპიკერი – სოსო გალუმაშვილი და გიორგი ყანჩაველი.

გიორგი ყანჩაველი არის ექსპერტი და სპეციალისტი ელექტრონული კომერციის დარგში, ტრენერი და ლექტორი. იგი ისაუბრებს ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების მეთოდებზე და განიხილავს კონკრეტული ცნობილი კომპანიის ბიზნესმოდელს.

სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს იმაზე, თუ სად ვეძებოთ ინოვაცია, რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ გამოვიყენოთ წიგნში განხილული მეთოდები, როგორ შექმნეს ცნობილმა ლიდერმა კომპანიებმა ინოვაციური ბიზნესმოდელები. ასევე საინტერესო იქნება ბიზნესმოდელის დაკავშირება კონკრეტული პიროვნებების საქმიანობასთან და მათი კარიერის ბიზნესმოდელის განხილვა.

გადაცემის სრულ ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ ბმულზე: http://bit.ly/2XAURAU