fbpx

ნუნუკა ნებურიშვილი: წიგნში ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი, როგორ უნდა წარმართოთ ინოვაციური ბიზნესმოდელირების პროცესი სწორად

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: ნუნუკა ნებურიშვილი

 

ელჩის შესახებ: პიარსკოლის რეპუტაციული მენეჯერი, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” კონსულტანტი. 


როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი არის აუცილებლად წასაკითხი წიგნი მეწარმეებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის, ასევე სტარტაპერებისა და ტოპ მენეჯერებისთვის. თუ გსურთ,  რომ გქონდეთ წარმტებული ბიზნესი, რომელიც არა მხოლოდ გარკვეულ საქმიანობას ეწევა, არამედ რეალურად ღირებულ და ინოვაციურ პროდუქტს ქმნის, მაშინ დროს ნუ დაკარგავთ და აუცილებლად გაეცანით ამ წიგნს.

დღეს ძალიან მარტივია სხვისი საქმის კოპირება, შედეგად ვხვდებით ბაზარზე უამრავ ერთნაირ პროდუქტსა თუ სერვისს, რომელთა შორისაც არჩევანის გაკეთება მომხმარებლისთვის რთულია. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შექმნათ განსხვავებული ფასეული შეთავაზება, რომელიც ძლიერ ბიზნესმოდელზე იქნება დაფუძნებული.

ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ პიარსკოლის ბიზნესმოდელის სიღრმისეულად გაანალიზებამ, მიგვიყვანა სწორედ მისი შეცვლის გადაწყვეტილებამდე, შედეგად კი ჩამოვაყალიბეთ ახალი და უნიკალური ფასეული შეთავაზება. ამ პროცესში ძალიან გამოგვადგა ბიზნესმოდელის ტილო და სხვა დანარჩენი რჩევები თუ მეთოდები, რომლებსაც ალექს ოსტერვალდერის წიგნში შეხვდებით. იქ ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი, როგორ უნდა წარმართოთ ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის პროცესი სწორად, რაც ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელებას ძალიან აადვილებს.