fbpx

ნინა გომართელი: ‘’როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი’’ სამაგიდო წიგნი და ფაქტობრივად მზა ფორმულაა

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: ნინა გომართელი

წიგნის სათაურმა ‘’როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი’’ არ უნდა შეგვაცდინოს. გარდა იმისა, რომ წიგნში ბიზნესის ჩამოყალიბების და შემდეგში მისი მართვის პროცესების დეტალური აღწერაა მოცემული, ამასთანავე გვეხმარება შევიმუშავოთ სწორი დაგეგმარების ჩვევა, რაც ცხოვრების სხვა ასპექტებშიც გამოგვადგება.

მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს ვიზუალური მხარეც, რომლის დიზაინის წყალობით ინფორმაციის მიღება სახალისოა და არა დაუძლეველი.

წიგნი დაყოფილია 9 ძირითად ნაწილად, რომლის დამუშავება თუ გადახედვა ნებისმიერი სახის ბიზნესს სჭირდება, და მისი ერთ-ერთი რგოლის უყურადღებოდ დატოვება წარუმატებელს გახდის მას. ამიტომ ‘’როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი’’ სამაგიდო წიგნი და ფაქტობრივად მზა ფორმულაა.

წაკითხვისთანავე, შევამჩნიე, რომ ჩემი თუნდაც მცირედი მიზნების დასახვის ფორმა შეიცვალა და მას უფრო კონსტრუქციული და ვიზუალურად აღქმადი სახე მივეცი.