fbpx

ის, რაც იუპიტერს ეპატიება – სოსო გალუმაშვილის მასტერკლასი თბილისის წიგნის დღეებზე

30 ნოემბერს 15:00 საათზე, “ექსპო ჯორჯიაში” თბილისის წიგნის ფესტივალზე სოსო გალუმაშვილის მასტერკლასი “ის, რაც იუპიტერს ეპატიება” გაიმართა.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების ათეული ინოვაციური ბიზნესმოდელებით სარგებლობს. ასეულში ჯერჯერობით დარჩენილია კომპანიები, რომლებიც ბიზნესმოდელს ისევ მოძველებული ანუ დრომოჭმული მეთოდებით მართავენ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ დიდების ზენიტში მყოფი იუპიტერები არიან და მათ ეს ეპატიებათ.
ქართული კომპანიები ხარები არიან და მათ, რასაკვირველია, არ ეპატიებათ. ინოვაციურ ბიზნესმოდელამდე მისვლას დრო სჭირდება. პირველ ეტაპზე, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის თქვენი არსებული ბიზნესმოდელი და შემდეგ ვიპოვოთ ინოვაციები ბიზნესმოდელის ტილოს სპეციფიკურ მოდულებში.
სწორედ ამის შემდეგ გახდება ხარი იუპიტერი და თქვენი კომპანიებიც ლურჯი ოკეანის ლაჟვარდოვან ტალღებში ინავარდებენ.

სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში;
  • სად ვეძებოთ ინოვაცია;
  • რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტარტაპერებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი;
  • როგორ დაეხმარებათ ორგანიზაციებს ბიზნესმოდელი, მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი;
  • ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის მაგალითები.