იდეიდან ბიზნესმოდელამდე • სოსო გალუმაშვილის ლექცია

29 ოქტომბერს 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში” „ლურჯი ოკეანის” კვირეულის ფარგლებში გაიმართა სოსო გალუმაშვილის ლექცია – „იდეიდან ბიზნესმოდელამდე“.

ღონისძიების თემები იყო:

  1. რა არის ბიზნესმოდელი
  2. ბიზნესმოდელის ტილო და მისი შემადგენელი კომპონენტები
  3. როგორია წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები
  4. როგორ ვაქციოთ ბიზნესიდეა ბიზნესმოდელად

სპიკერი: სოსო გალუმაშვილი – ბიზნესკონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი.

როგორც სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, ლექციის დამსწრე საზოგადოება ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ადამიანები, რომლებიც აპირებენ ბიზნესის დაწყებას, აქვთ ბიზნესიდეა და აინტერესებთ, როგორ შექმნან ბიზნესმოდელი, მეორე კატეგორიის წარმომადგენლები კი უკვე მოქმედ ბიზნესებში არიან ან დასაქმებულები ან მფლობელები და სურთ ახალი, ინოვაციის შემოტანა საქმიანობაში.

ღონისძიების ჩანაწერს შეგიძლიათ უყუროთ აქ 👇