fbpx

მალე – ვორქშოპი: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი

27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში”, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი.

ღონისძიების ფარგლებში ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი გამოიცა კომპანია “ჯეპრასთან” თანამშრომლობით.

სპიკერები:
სოსო გალუმაშვილი – წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი.

ის ისაუბრებს თემებზე:

  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას
  • სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები
  • ორგანიზაციის ბიზნესმოდელიდან პერსონალურ ბიზნესმოდელამდე – როგორ დავგეგმოთ, შევქმნათ და ვმართოთ პერსონალური კარიერა
  • ბიზნესმოდელის ტილოს შევსების ნაბიჯები და ინსტრუქცია
  • პრაქტიკული ვორქშოპი: სტუმრების მიერ კონკრეტული კომპანიის ბიზნესმოდელის ტილოს (Business Model Canvas) შექმნა ადგილზე.

გიორგი ყანჩაველი – ჩართულია ტექნოლოგიების სფეროში, არის ტრენერი და ლექტორი. ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“. გიორგის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ მის ბლოგს: https://kanchaveli.ge/.

ის ისაუბრებს თემებზე:

  • ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითადი ნაბიჯები
  • ტაობაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია

ღონისძიება განკუთვნილია ბიზნესმენებისთვის, ტოპ მენეჯმენტისთვის, პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე მომუშავე პირებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, მათთვის, ვისაც აქვს სტარტაპი, ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.

ვორქშოპზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ 25%-იანი ფასდაკლებით.

ველა მონაწილე, რომელიც ივენთის დროს შეიძენს ჩვენს ახალ წიგნს „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” საჩუქრად მიიღებს „პერსონალური ბრენდინგისა და პერსონალური ბიზნესმოდელის” შექმნის მასტერკლასზე დასასწრებ ბილეთს, რომელსაც სოსო გალუმაშვილი ჩაატარებს!

პრეზენტაცია და ვორქშოპი იქნება ქართულ ენაზე.
დასასწრებად შეიძინეთ ბილეთები ბმულზე: http://bit.ly/BMTKT

  • კომპანიებისთვის მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება – ბილეთის ფასი 30₾
  • სტუდენტური ფასდაკლებით – ბილეთი 20₾

კორპორატიული ფასდაკლებით დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს: blueocean@palitra.ge

მისამართი: სასტუმრო იოტა, მიხეილ ლერმონტოვის #10
დრო: 27 ივნისი, 19:00 საათი

ღონისძიების მედია მხარდამჭერები:
bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი
რადიო შოკოლადი
რადიო კომერსანტი • Radio Commersant
ბიზნესპარტნიორი