fbpx

კომპანიების სასიცოცხლო ციკლის მართვა

(სათაურის სამუშაო ვერსია)
ანოტაცია:

წიგნში წარმოდგენილია ორგანიზაციული სასიცოცხლო ციკლის თეორია და ორგანიზაციული ცვლილებების მართვის პრინციპები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ადიზესმა განავითარა და აქტიურად იყენებს. მისი თეორია  და პრინციპები იძლევა საშუალებას ორგანიზაციაში არსებული ჩვეულებრივი და ანომალიური პრობლემები ერთმანეთისგან განვასხვავოთ, შესაბამისი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით ორგანიზაცია ზენიტის სტადიაში მივიყვანოთ, პასუხი გავცეთ კითხვებს თუ რატომ იზრდებიან, ბერდებიან და კვდებიან ორგანიზაციები და როგორ მოვიქცეთ.

წიგნში აღწერილი და გაანალიზებულია ჩვეულებრივი გზა, რომელსაც ორგანიზაციები ზრდის პერიოდში მიჰყვებიან და ოპტიმალური გზა, რომელსაც უნდა მიჰყვნენ, რათა ზრდასა და დაბერებასთან დაკავშირებული ტიპური პრობლემები აირიდონ თავიდან.

წიგნი გათვლილია კონსულტანტებსა და ორგანიზაციულ ლიდერებზე, რომლებიც ორგანიზაციული ცვლილებების მართვაზე არიან პასუხისმგებელნი. მეთოდოლოგიას კი გამოიყენებთ როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებში.

მენეჯმენტის გურუდ წოდებული იცხაკ ადიზესი ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ბიზნესის წარმოების ექსპერტია. მან დააფუძნა ადიზესის ინსტიტუტი, რომელსაც 14 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. ადიზესმა შექმნა ორგანიზაციული და კულტურული ტრანსფორმაციის დიგნოსიტიკური და თერაპიული მეთოდოლოგია, რომელიც მის სახელს ატარებს და სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კომპანიას მიზნების მიღწევაში, ბაზარზე გასვლასა და წამყვანი პოზიციის დაკავებაში დაეხმარა. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, მალაიზია, ისრაელი, ესპანეთი, მექსიკა და ნორვეგია. დღესდღეობით 1,000-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ამ მეთოდოლოგიას იყენებს.

სახელოვანი სპიკერი და ავტორი, დოქტორი ადიზესი ლექციებს ოთხ ენაზე ატარებს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი წიგნები ნათარგმნია 22 ენაზე. ის მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ კონფერენციებსა და კონვენციებზე მთავარი სპიკერი ყოფილა. 2008-2009 წლის Executive Excellence-მა ის ლიდერობის სფეროში მსოფლიოს 100 საუკეთესო კონსულტანტს შორის 28-ე ადგილზე დაასახელა. იცხაკის წიგნი “კორპორატიული პროცესები: როგორ ვითარდებიან და კვდებიან ორგანიზაციები და რა მოვუხერხოთ ამას?!” Library Journal-ის ტოპ 10-ეულში შედის.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

კომპანიების სასიცოცხლო ციკლის მართვა

biblusi.ge