fbpx

HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად

ანოტაცია:

გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია, მაგრამ არ იცი როგორ გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის განსახორციელებლად? ამისათვის ისეთი ბიზნესკეისი უნდა ააგო, რომელიც შენი იდეის ღირსებას სრულად წარმოაჩენს. ეს ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.

პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინის ეს წიგნი გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს.

ისწავლი, როგორ

  • განმარტო შენი იდეის ბიზნესსაჭიროება
  • მოარგო შენი კეისი სტრატეგიულ მიზნებს
  • შექმნა გუნდი, რომელიც წარმატებით შეძლებს შენი იდეის ფორმირებასა და გამოცდას
  • გამოითვალო უკუგება ინვესტიციაზე
  • გააანალიზო რისკები და პერსპექტივები
  • წარუდგინო შენი კეისი დაინტერესებულ მხარეებს

რეიმონდ შინი საკონსულტაციო კომპანია „პროდაქტ ენდ პროცეს ინოვეიშენის“ პროექტების მართვის პროფესიონალია, რომლის საქმიანობაც პროექტის მართვას, პროდუქტის განვითარებასა და პროცესის გაუმჯობესებას მოიცავს.

ემი გალო არის ავტორი წიგნებისა “HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესქეისის ასაგებად” და “HBR-ის გზამკვლევი სამუშაო სივრცეში კონფლიქტის მოსაგვარებლად“, რომელშიც აღწერილია, როგორ ვმართოთ კონფლიქტი პროფესიონალურად და პროდუქტიულად. როგორც ჰარვარდის ბიზნეს რევიუს მოწვეული რედაქტორი, ემი ხშირად წერს სხვადასხვა საკითხზე, თუმცა ფოკუსირდება ინტერპერსონალურ დინამიკაზე, იდეების კომუნიკაციაზე, კარიერის დაგეგმვაზე, ადამიანების მართვასა და მათზე გავლენის მოხდენაზე.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად

biblusi.ge

ფასი:22.95