ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

26 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, ჯეპრასა და ლურჯი ოკეანის ორგანიზებით, სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასი როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესიგაიმართა.

მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
  • რა განსაზღვრავს წარმატებას;
  • სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს რეგიონებში ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში.